logo
ENG



"ამ ფუფუნებას ვერ დავუკმაყოფილებ" - მელია სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

04 დეკ 202119:22
3 წუთის საკითხავი
 
"ამ ფუფუნებას ვერ დავუკმაყოფილებ" - მელია სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას და მათთან თანამშრომლობას, სახელმწიფო გადატრიალების საკთხზე არ აპირებს და ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია.

"ვიღაცა იქ სუს-ის დეპარტამენტის რომელიღაცა ხელმძღვანელი უბრალოდ ახლა თვლის საჭიროდ და ასეთ იშტაზე გაიღვიძა, რომ ახლა მე არაფრის გამო დამიბარონ სუს-ის შენობაში, ახლა მე მაპატიონ და ამ ფუფუნებას ნამდვილად ვერ დავუკმაყოფილებ და მე გამორიცხულია ამ აბსურდულ, უბრალოდ სამარცხვინო, ღირსება შემლახველ უწყებას, რომელსაც მე მომიტანენ, ნამდვილად არ ვუპასუხებ სუს-ის შენობაში მისვლით, კეთილი ინებონ და მოყვნენ ყველაფერი საჯაროდ. ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაში. თუ ამ ღირსება შემლახველ მოთხოვნას დავუკმაყოფილებ გამოდის რომ ხელს ვუწყობ. ამ სისულელეში მე მონაწილეობას არ მივიღებ, გამოვიდნენ და საჯაროდ გავცემ პასუხს. არ მივალ, დიახაც. ამ საქმის ფარგლებში არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას, იმიტომ რომ სახელმწიფო გადატრიალებას გვედავებიან მეხუთეჯერ და მეექვსეჯერ." - ამბობს ნიკა მელია მთავარი არხის ეთერში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. 

მან თავად გამოაქვეყნა გამომძიებლისგან მიღებული მესიჯი, რომელშიც ნათქვამია, რომ მელიას სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხავენ. 

"ჩემ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე თქვენ მიერ საჯაროდ გაკეთებული კონკრეტული განცხადებების ირგვლივ საჭირო გახდა თქვენი მოწმის საკითხით გამოკითხვა, რა მიზნითაც გვსურს, ჩაგაბაროთ წერილობითი უწყება". - წერს მელიას გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი. 

ენმ-ის თავმჯდომარე ამბობს: 

"რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით, როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო". 

საქმე სუს-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად) დაწყებულ გამოძიებას ეხება, რომლის მიხედვითაც, უწყება ამტკიცებს, რომ "მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დროს, ხელის შეშლის მიზნით, იგეგმებოდა დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, ქაოსის და უკონტროლო სიტუაციის შექმნა". 

 

close დახურვა